გერმანიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი 31 წლის ქართველი დააკავა

0

გერმანიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა, რომელიც თავს ტურისტად ასაღებდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა Audi-ს მარკის საეჭვო ავტომობილი ქალაქ ბამბერგში გააჩერეს, თუმცა მან პოლიციას მართვის მოწმობა ვერ წარუდგინა.

მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 1200 ევროს ღირებულების მოპარული პარფიუმერია, ასევე, 350 ევროდ შეფასებული ქურთუკი.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 31 წლის მამაკაცი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამჟამად ის ციხეშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი