საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა გერმანიაში, ქალაქ ბონში,  სამუშაო ვიზიტს აგრძელებს, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე იტალიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, მიწისა და ზღვის მინისტრ ჯან ლუკა გალეტის შეხვდა, სადაც კლიმატის ცვლილების სფეროში იტალიასთან საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მხარეებმა, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც  ორ ქვეყანას შორის  კლიმატის ცვლილების მოწყვლადობისა და რისკების შეფასების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.  იტალიის რესპუბლიკა საქართველოს ადაპტაციისა და სათბური გაზების შემცირების ღონისძიებების განხორციელებაში დაეხმარება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები