გიორგი მამაცაშვილი: „დედა ენის“ სწავლება, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ამოიღო, ჯეჯელავამ აღადგინა

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა გადაცემა „რეაქციაში” მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები შეაფასა. მამაცაშვილის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული სეგმენტის განათლების სამინისტროსთან შეერთებით, მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„პირადად მე, რამდენიმე სეგმენტი განსაკუთრებით მომწონს. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდობის დეპარტამენტი გამოეყო სპორტის სამინისტროს და მიუერთდა განათლების სამინისტროს. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში, ცალკე იყო ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც ბატონი ზურაბ გაიპარაშვილი ხელმძღვანელობდა და საკმაოდ კარგად ვითარდებოდა ახალგაზრდობის მიმართ დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან.

რამდენიმე ე.წ. ექსპერტი დღეს გამოვიდა და ახალგაზრდული მიმართულების საერთოდ გაუქმება მოითხოვა. ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ განათლების სამინისტროს მიუერთეს ახალგაზრდობის დეპარტამენტი.

რა თქმა უნდა, მომწონს საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები…”, – განაცხადა მამაცაშვილმა.

აქვე, მამაცაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტ ალექსანდრე ჯეჯელავასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მისი დამსახურებით აღდგა სკოლებში „დედა ენის” სწავლება.

„რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას, როდესაც პირველად გამოვიდა და გააკრიტიკა კომბლე, ძალიან აღვშფოთდი და ძალიან მარტივად, ჩემს საიტზე დაიდო მულტფილმი „კომბლე”, მოკლე მინაწერით – „ეს მულტფილმი ყველამ უნდა ნახოს!” ეს იყო მაშინ ჩვენი პროტესტი, თუმცა, „დედა ენა” აღდგა სკოლებში – და ამას არავინ ახსენებს დღეს. დიახ, „დედა ენის” სწავლება, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ამოიღო პროგრამიდან, ჯეჯელავამ აღადგინა! ამას არავინ ამბობს”, – განაცხადა მამაცაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები