მხარეთა 23-ე კონფერენციაზე მაღალი დონის სესია გაიხსნა

ბონში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია გრძელდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ხელმძღვანელობს. კონფერენციის ფარგლებში,  მაღალი დონის სესია  გახსნეს – მხარეთა 23-ე კონფერენციის პრეზიდენტმა ფრენკ ბაინიმარამამ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერსმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვოლტერ შტეინმეიერმა და გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტმა მიროსლავ ლაჯაკმა.

ოფიციალური გახსნის შემდეგ ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებს  შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიო საზოგადოებისთვის მიემართათ. კონფერენციის მონაწილეებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმართეს. ორივე ქვეყნის ლიდერმა  პლანეტის დაცვის მნიშვნელობასა და ერთობლივი ძალისხმევით პარიზის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები