გურამ კაშია: სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები

საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანი გურამ კაშია გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
შესაბამის პოსტს გურამ კაშია ფეისბუქში აქვეყნებს.
„მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში ” -წერს გურამ კაშია.
საქართველოს ნაკრებმა 10 და 13 ნოემბერს ორი მატჩი გამართა. გორის სტადიონზე ჩატარებულ თამაშზე საქართველომ კვიპროსი 1:0 დაამარცხა, ხოლო ქუთაისში, ბელორუსთან შეხვედრა ფრე 2:2 დაასრულა.
გუშინ, ქუთაისში, საქართველოს ნაკრებისა და ბელორუსის ამხანაგური მატჩის მსვლელობისას, „ქართული მარშის“ წევრები სტადიონზე შეიჭრნენ.
„მარშელები“ „ვიტესის“ კაპიტნისა და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებდნენ.
მათ სტადიონთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები