ვაგზალზე წიგნის მაღაზიაში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო – “მეპროცენტემ მიაკითხაო”

თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წიგნის მაღაზიაში შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ერთ-ერთი ქალბატონი.
„დღეს მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი.
დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის.
იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა…
უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვაცივდა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული…
ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა – მეწიგნე მიშკამ…
ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს…
დღეს, საღამოს მოხდა ეს….“, -წერს ნანა აკობიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები