სოსო ფხაკაძე: სამთავრობო ცვლილებები ბიზნესზე დადებითად აისახება

ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამთავრობო ცვლილებები ბიზნესზე დადებთადაისახება
ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სოსოფხაკაძე სამთავრობო ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს  რესტრუქტურიზაცია ბიზნესზე დადებითად  აისახება.
მისი თქმით, ბიზნესისთვის უფრო ადვილია ერთ ადამიანთან საუბარი და უფრო მეტად  მნიშვნელოვანია ერთ ადგილზე მეტის კითხვის  დასმა და პასუხების მიღება.
„ზოგადად ქვეყანაში ოპტიმიზაცია  მისასალმებელია, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე კომერციულ სტრუქტურებში. ეს ნიშნავს რომ თითოეული სტრუქტურა უფრო მეტად ეფექტური  იქნება. რაც შეეხება მეორე მხარეს, საკადროცვლილებებს. საქართველო პატარა ქვეყანაა. ბიზნეს  ასოციაციის ფორმატში ბევრი მინისტრი ხშირად  გვსტუმრობს. ყველასთან კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობები გვაქვს. ის ადამიანები, ვინც ამ სამინისტროებს ჩაიბარებენ, ჩვენ  მათ ვენდობით და დარწმუნებული ვართ ისინი თავის თავს გამოავლენენ როგორც პროფესიონალები. საბოლოო ჯამში ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა. დარწმუნებული ვართ ბიზნესთან დამოკიდებულება ისევე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო და იქნება გარკვეული ეფექტურობა. ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო დაბუნებრივი რესურსებიც მოიყრის თავს. ბიზნესისთვის უფრო ადვილია ერთ ადამიანთან საუბარი. ბიზნესისთვის აუცილებელია ერთ ადგილზე მეტი კითხვის დასმა და პასუხის მიღება შეგეძლოს”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები