გია მურღულია სამთავრობო ცვლილებებს საინტერესო და გონივრულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

ფილოლოგ გია მურღულიას თქმით, სამთავრობო ცვლილებები საკმაოდ საინტერესო და გონივრული გადაწყვეტილებაა.
მან დადებითად შეაფასა განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნა.
ამის შესახებ გია მურღულიამ „პირველთან“ საუბარში განაცხადა.
“ზოგადად თუ ვიტყვით, ძალიან საინტერესო ცვლილებებია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. მე პირადად ვიცნობ განათლების ახალ მინისტრს და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომლის სისტემური აზროვნება და გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის, ნდობასა და პატივისცემას იმსახურებს’’, – აღნიშნა მურღულიამ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულება დაემატა. ახალ მინისტრად კი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. ამის შესახებაც დღეს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები