“პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს”

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან მთავრობის ცვლილება სხვანაირად ვერ მოხდება.
დეპუტატის ვარაუდით, დეკემბრის შუა რიცხვებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა გაიმართება, ხოლო დეკემბრის მეორე ნახევარში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილება განხორციელდა როგორც მთავრობის სტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე საკადრო გადაადგილების კუთხით. ცვლილებები არათუ აუცილებელი იყო, არამედ საზოგადოებას გარკვეული მოლოდინიც ჰქონდა, რადგან ამაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით. ძალიან კარგია და ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს პროცესი გაააქტიურა და ფაქტობრივად, მომავალი წლის დასაწყისისთვის მთავრობა მუშაობას უკვე ახალი სტრუქტურით შეუდგება. ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური, უკეთ კოორდინირებული იყოს და მინიმალური რესურსების გამოყენება მოხდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები