ფინანსთა მინისტრი „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე გახდა

სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ფინანსთა მინისტრის პოსტი მამუკა ბახტაძემ დაიკავა, რომელიც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო.
როგორც მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორია.
„მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის” მართვის პირობებში.
სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები