თამაზ მეჭიაური თიანეთის გამგეობაში საკადრო ცვლილებებს და რეორგანიზაციას გეგმავს

დღეს, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის პოსტს ოფიციალურად შეუდგება. იგი მერიაში უკვე გამოცხადდა და დღეს თანამშრომლებს გაეცნობა.
როგორც „კვირას“ თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, იგი საკადრო ცვლილებებს გეგმავს.
„დღეს შევხვდები საკრებულოს ძველ და ახალ წევრებს. ასევე – თანამშრომლებს, გავეცნობი მათ საქმიანობას, თუ ვინ რა ფუნქციას ასრულებდა. ამის შემდეგ, საკრებულოს მივმართავ წერილობით რეორგანიზაციის შესახებ და გამოვაცხადებ რეორგანიზაციას. რეორგანიზაციის პროცესებს წარვმართავ ისე, როგორც კანონი ითვალისწინებს და ისე, როგორც ყოფილმა მერმა გააკეთა“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ამასთან, როგორც „კვირას“ თიანეთის მერმა განუცხადა, იგი მის 2 მოადგილეს მიიყვანს.
„არ ვიცი რას გულისხმობთ ჩემ გუნდში, თუმცა, ვაპირებ ჩემს მოადგილეებად 2 პიროვნება დავნიშნო“ – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ თიანეთში ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში მთავარი კონკურენტები მეჭიაური და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი იყვნენ. კანდიდატების მიერ მოპოვებულ ხმებს შორის განსხვავება მიზერული აღმოჩნდა.
ცესკოს მონაცემებით, თიანეთის ყველა საარჩევნო უბანზე ერთი ხმით მეჭიაურმა გაიმარჯვა. მან ხმების 50,01%, ქიტესაშვილმა კი 49,99% აიღო.
თამაზ მეჭიაურმა ცესკოს გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა.
მოსამართლემ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური 21 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები