საგარეო დაზვერვის სამსახური სუს-ს უერთდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური უერთდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ, საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები