მინისტრებს შორის, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს, ჯეჯელავა, აგულაშვილი და ხეჩიკაშვილია

სამთავრობო ცვლილებების შედეგად თანამდებობა დატოვეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი მღებრიშვილს შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია, ხოლო ალექსანდრე ჯეჯელავას თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
„წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვლელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს _ ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები