სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ერთიანდებიან

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება.
შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
„გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში
ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში – ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები