სპორტისა და კულტურის სამინისტროები გაერთიანდება და მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახდება

საქართველოს მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უერთდება და ამ მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.
„ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები