ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება

საქართველოს მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
როგორც ცნობილი გახდა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდა და გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.
ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროებს შეუერთდება.
პრემიერის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
„წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს _ ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები