პრემიერმა გიორგი გახარია შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის პოსტზე წარადგინა

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შს მინისტრი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
“გიორგი გახარია ინიშნება შს მინისტრად, რომელიც ასევე გახდება ვიცე-პრემიერი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.
ეს უნდა იყოს ოპერატიული ცენტრი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები