მამუკა მდინარაძე საკანონმდებლო ორგანოში მოსალოდნელ ცვლილებებს ადასტურებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკანონმდებლო ორგანოში მოსალოდნელ ცვლილებებს ადასტურებს.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერი განცხადებაში დეტალურად აღწერს, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი.
„ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცვლილებები იქნება საკანონმდებლო მიმართულებებითაც, მხოლოდ პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. ამის შემდეგ ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ, მათ შორის, არგუმენტაციაზე, რომელიც მოიცავს ოპტიმიზაციის პროცესს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 11:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს. კვირიკაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები