მამუკა მდინარაძე: ვფიქრობ, ამ ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება რუმინეთში. ვფიქრობ, ამ ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო დელეგაციის რუმინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება რუმინეთში. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ შევხვდებით არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ, პარლამენტის ხელმძღვანელობას, მათ შორის, სენატის პრეზიდენტს. ვფიქრობ, ამ ვიზიტით ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა გადავა ახალ ეტაპზე. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ საპარლამენტო გამოცდილებებს, ეს არის ქვეყანა, რომელიც 2007 წლიდან ევროკავშირის წევრია, ამ მიმართულებითაც საინტერესო საუბრები იქნება და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 13 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები