დღეს, კახა კალაძე ვიცე-მერებს წარადგენს

დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერებს წარადგენს. თბილისის მერიაში წარდგენა 15:00 საათზეა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, ვიცე-მერის თანამდებობებს დაიკავებენ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, ასევე, კალაძის გუნდის კიდევ ერთი წევრი თემურ ბოლოთაშვილი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები