თიბისი გალერეა ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენას უმასპინძლებს

თიბისი გალერეა ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად 11 ნოემბერს გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის წერლები, რომლებსაც ის აკაკი წერეთელს, ალექსანდრე ყაზბეგს, სოფრომ მგალობლიშვლის და მის სხვა თანამოაზრეებს წერდა. მიმოწერები ძირითადად მწერლის საზოგადოებრივ საქმიანობას ეხება. სტუმრებს დაახლოებით  12 წერილის ნახვის საშუალება ექნებათ. წერილების გარდა, გამოფენაზე წარდგენილი იქნება ქართველი მწერლის პირადი ნივთებიც.

გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის ლექცია ილია ჭავჭავაძეზე.

გამოფენა 11 ნოემბერის 14:00 საათზე „თი ბი სი“ ბანკის სათაო ოფისში, „თი ბი სის“ გალერეაში  გაიხსნება, ლევან ბერძენიშვილის ლექციაც ამავე დროს დაიწყება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები