„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა შალვა ბოსიკაშვილმა, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში 3 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 14 720 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. შალვა ბოსიკაშვილს 3 ჰა მიწის ფართობზე მაყვლის ბაღი აქვს გაშენებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ფერმერის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს შეადგენს.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება ორი კომპონენტის მიმართულებით გაიცემა:

  • პირველადი წარმოების კომპონენტი – ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.
  • გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი – მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც  სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები