გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციამ მხარეთა 23-ე კონფერენციაზე გამჭვირვალეობის მექანიზმის განვითარებაზე ისაუბრა

გერმანიაში, ქალაქ ბონში „გამჭვირვალეობის მექანიზმისთვის მზადება“ მხარეთა 23-ე კონფერენცია მიმდინარეობს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დელეგაციამ, პარტნიორ ქვეყნებს გამჭვირველეობის მექანიზმის განვითარების შესახებ სამომავლო ხედვები გააცნო.

შეხვედრაზე, მხარეებმა კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული ანგარიშგების სისტემის შესახებ ისაუბრეს. ასევე, ახალი გამჭვირვალეობის მექანიზმისა და პარიზის შეთამხმების მიზნების მიღწევის შესახებ პერიოდული ანგარიშგებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მთავარი მომხსენებლები გერმანიის, განას, ჩილეს, საქართველოსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წარმომადგენლები იყვნენ.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველომ კონვენციას განახლებული ორწლიანი ანგარიში პირველად წარუდგინა.

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები