პრეზიდენტმა პოლონეთში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის პირველი პირები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები