“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ინოვაციური პროექტი წარადგინა

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორმა მიხეილ პარტიაშვილმა ახალი ინოვაციური პროექტი წარადგინეს. პროექტის მიზანი ადვოკატთა პროფილის შესახებ ტელეფონის აპლიკაციით საზოგადოების ინფორმირებაა. მხარეებმა კონკრეტული დეტალები  ჟურნალისტებთან საუბრისას განიხილეს.

“ჩვენ დავიწყეთ უნიკალური პროექტი, რომელიც საქართველოში, მგონია, რომ არ არსებობს. უნიკალურია თავისი მოხერხებულობით. ესაა ადვოკატებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია და არამარტო, ადვოკატებისთვის. საზოგადოების ნებისმიერ წევრს ძალიან მარტვიად, ერთი ტელეფონზე ხელის დაჭერით შეეძლება მისთვის სასურველი ადვოკატი აარჩიოს. ყველაფერი დაყოფილი იქნება ქალაქების, რაიონების მიხედვით და იმ საქმეების გათვალისწინებითა და სპეციალიზაციით, რომელიც მოქალაქეს სჭირდება. მარტივად, რომ აგიხსნათ, როდესაც ელემენტარულად ავტოსაგზაო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ამ დროს თქვენ არა გაქვთ დრო ვიღაცას ურეკოთ, ელოდოთ, გადაამოწმოთ. 21-ე საუკუნეა და ჩვენ ვცდილობთ, ადვოკატთა ასოციაცია მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს პროექტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მაშინ, როდესაც ჩავატარებთ არჩვნებს და ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს, ჩემი აზრით, ადვოკატთა ასოციაცია მოიწონებს ამ პროექტს. ჩვენ ეს პროექტი საჩუქრად გავუკეთეთ ადვოკატებს”, – განაცხადა დავით ლანჩავამ.

“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შემუშავდა, მართლაც უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინება გაამარტვიოს ადვოკატებისა და ადვოკატური მომსახურების კლიენტებს შორის ურთიერთობა. მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხელსშეუწყობს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ნებისმიერი ადვოკატის პროფილის შესახებ. გაეცნონ მის მოკლე ბიოგრაფიას, წარმოებულ საქმეებს, რათა სწორი არჩევანი გააკეთონ”, – განაცხადა ლექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები