მიწისქვეშა გადასასვლელებში კამერები დამონტაჟდება და ქვეითი პატრულირება დაწესდება

გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟება, კამერების დამონტაჟებამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება.

ამის შესახებ „კვირას“ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე განათების მონტაჟი მიმდინარეობს, პროცესი ხვალ დასრულდება.

„გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ამ ეტაპზე განათების მონტაჟი მიმდინარეობს, პროცესი ხვალ დასრულდება. იცით რომ ტერიტორიაზე ვანდალიზმის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ჩვენ ხელახლა მოგვიწია განათების დამონტაჟება. ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რა თქმა უნდა, პერმანენტულად ირეცხებოდა, რემონტდებოდა მიწისქვეშა გადასასვლელები, იქ არ არის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, არის სუნის პრობლემა და ყველამ ვიცით რაც იწვევს ამ სუნს. მორეცხვები მომავალშიც ხშირად ჩატარდება. უნდა დავიცვათ რაც გაკეთდება,რომ ვანდალიზმის ფაქტებს აღარ ჰქონდეს ადგილი, ამიტომაც ამ მიწისქვეშა გადასასვლელებში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდება, კამერების დამონტაჟებამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება“,-განუცხადა „კვირას“ ლევან ჯღარკავამ.

მისვე თქმით, პროცესს ერთიან მონიტორინგს, სავარაუდოდ, შსს-ს ახლადშექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს.

გუშინ, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ მიწისქვეშა გადასასვლელები მოინახულა და იქ არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა. კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები