ოთარ ჩრდილელი – ეთანხმებით ინიცირებას, თუ მახათი გადავცეთ ზოგიერთს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი არასამთავრობო ორგანიზაციის პეტიციას გამოეხმაურა, რომლის მთავარი მოთხოვნა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრაა.

დეპუტატმა სოციალურ ქსელში აღნიშნული ინიციატივა გააქილიკა და მეგობრებს აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

“საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროვება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას…,,
P.S არ დაიზაროთ და მდედრობით-მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა, გამოხატეთ თქვენი აზრი.
ბოლოში აუცილებლად მიუთითეთ, ეთანხმებით ინიცირებას თუ მახათი გადავცეთ ზოგიერთს”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრაა. პეტიცია, რომელსაც ათასი მოქალაქე აწერს ხელს, პარლამენტში “ქალთა მოძრაობამ” 24 ოქტომბერს შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები