თიბისი დაზღვევისა და Mercedes-Benz-ის ერთობლივი აქცია დაიწყო

თიბისი დაზღვევა Mercedes-Benz-ის ქართულ წარმომადგენლობასთან ერთად აქციას იწყებს. დღეიდან მომხმარებელი,  რომელიც Mercedes-Benz-ის სადილეროში GLE ან GLC-ის მარკის ავტომობილს შეიძენს, თიბისი დაზღვევისგან განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს. საჩუქრები მოიცავს :

1 წლიან ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს;

1000 ლიტრ საწვავს ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე;

რეცხვის სერვისს ვისოლის სამრეცხაოების ქსელში;

1 წლიანი სითი პარკის ბარათს

თიბისი დაზღვევის 1 წლიანი ავტოდაზღვევა ითვალისწინებს, ავტოავარიის შემთხვევაში მესამე პირის ავტომობილის და  ქონების დაზიანების ან ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯების ანაზღაურებას. ავტომობილი ასევე დაზღვეული იქნება ვანდალიზმისგან და სტიქიური მოვლენებისგან, როგორიცაა  სეტყვა და მიწისძვრა. ხოლო გზაზე მანქანის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, მომხმარებელს ტექნიკური დახმარების  ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მოემსახურებათ შემდეგი სერვისებით:

 – ევაკუატორის მომსახურება 

– საწვავის ადგილზე მიტანა

– საბურავის გამოცვლა

– ავტომობილის დაქოქვა

აქცია 1 ნოემბერს დაიწყო და ძალაში იქნება  2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები