საქართველოს პროკურატურა საქართველოს ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პროკურატურა საქართველოს ადვოკატებს ადვოკატთა პროფესიულ დღეს ულოცავს.  უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. ადვოკატის პროფესია ერთ–ერთი უძველესი, მნიშვნელოვანი და  საპასუხისმგებლო  პროფესიაა.
პროკურატურის ცნობით, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში ადვოკატების საქმიანობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება  ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე შეუძლებელია. საქართველოს პროკურატურისთვის  მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს პროფესიონალი, დამოუკიდებელი და ძლიერი ადვოკატთა კორპუსი.
ყველა ადვოკატს გილოცავთ ამ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები