გიორგი ტყემალაძემ მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობა დადებითად შეაფასა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობას დადებითად აფასებს და კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„ძალიან შრომატევადი საქმიანობა იქნა გაწეული. ამ პერიოდის განმავლობაში საკრებულოს ასზე მეტი  სხდომა ჩავატარეთ. ამავე დროს არც ერთი სხდომა არც ჩაშლილა და არც გადადებულა და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი საკითხებით საკმაოდ დატვირთული იყო“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე  დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის შეაჯამებისას.

მისივე თქმით, აღნიშნული მოწვევის საკრებულოს ხმაურიანი სხდომებიც ახსოვს.

„საკრებულო გარკვეულწილად,  პოლიტიკური ორგანოა, შესაბამისად ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობდნენ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაეყვანათ ესა თუ ის საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის საგნობრივად და თემატურად ვუდგებოდით“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე და აღნიშნავს, რომ V მოწვევის საკრებულოს  წევრები, ყოველთვის ცდილობდნენ მათი საქმიანობა ღია და გამჭვირვალე ყოფილიყო.

„აქტიურად ვიყავით ჩართული ყოველი წლის ბიუჯეტის ფორმირებაში და ვფიქრობ, მერიასთან ერთად,  ჩვენ წარმატებით შევძელით სწორად დაგვესახა პრიორიტეტები, რამაც საშუალება მოგვცა მრავალი წარმატებული პროექტი განგვეხორციელებინა“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები