“7 ნოემბერი ნიშანდობლივია თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან ძალადობასა და სისასტიკეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომიტეტის სახელით განცხადება გააკეთა.

„ეს დღე სამართლიანობის, თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით სიმბოლური დღეა. დღევანდელი დღე ასევე ნიშანდობლივია თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან ძალადობასა და სისასტიკეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვფიქრობ ეს დღე, რომელიც ისტორიის კუთვნილებაა, თავისუფლებისთვის ბრძოლის დღედ დარჩება და იმავდროულად, ძალიან მკაფიო და ნათელი შეხსენებაა ყველასთვის, ძალადობის შედეგები თუ რამდენად უპატიებელია და რომ მას ყოველთვის შესაბამისი შედეგი მოაქვს. სიმბოლურად ამ დღეს ვიხსენებთ ყველაფერს და ეს არის ასევე მომავლისკენ ხედვის თვალსაზრისით ძალიან ნათელი მოცემულობა თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანის უფლებების ღირებულებებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები