რა კავშირი აქვს ოზურგეთის მერობის კანდიდატ კოტე შარაშენიძეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” (ფოტო)

ოზურგეთის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, კოტე შარაშენიძე მედიასთან აცხადებდა, რომ იგი დამოუკიდებელი კანდიდატია და მერობისთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის გარეშე იბრძვის, თუმცა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ კოტე შარაშენიძე ზაალ უდუმაშვილის, დავით კირკიტაძის, პეტრე მელიქიშვილის, ნინო კვიტაიშვილის და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლების გარემოცვაში თავს საკმაოდ კომფორტულად და მეგობრულად გრძნობს.

გურიაში ეჭვობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შარაშენიძე ნაციონალურ მოძრაობას გაურიგდა და მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

,,არჩევნების პირველმა ტურმა ასევე ნათლად აჩვენა, რომ კოტე შარაშენიძე და ნაციონალური მოძრაობა მოკავშირეები იყვნენ და პრაქტიკულად ერთიანი შტაბით მუშაობდნენ, რადგან მაგალითად, სოფელ ჭანიეთში, რომლის მკვიდრიც არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით მჟავანაძე და გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს, კოტე შარაშენიძემ და პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ ხმები თითქმის ერთნაირად მიიღეს (ჭანიეთი: კოტე შარაშენიძე 262; ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი: 284). იგივე მოხდა სოფელ ნასაკირალშიც, სადაც ნაციონალური მოძრაობის მეორე კანდიდატი ბესო ქათამაძე ცხოვრობს (ნასაკირალი: კოტე შარაშენიძე 632; ნაციონალური მოძრობის კანდიდატი:734).

უკვე მთელი ოზურგეთისთვის ცნობილია, რომ კოტე შარაშენიძის შტაბს სინამდვილეში, ნაციონალური მოძრაობის პერიოდის უშიშროების მაღალჩინოსანი შალვა ბოლქვაძე და ნაციონალური მოძრაობის პერიოდის ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე ხელმძღვანელობენ. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზებზე მაშინ განმარტება არ გაკეთებულა, კოტე შარაშენიძე ქართული ოცნებიდან სავარაუდოდ, სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის გამო გარიცხეს“, – წერს სოციალურ ქსელში ,,საინტერესო სიახლეები გურიიდან“.

შარაშენიძე 2012-2014 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

გამგებლობის პერიოდში კოტე შარაშენიძე ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა ადგილობრივი გაზეთის კორესპოდენტი საკუთარ კაბინეტში უცენზურო და უხამსი სიტყვებით მოიხსენია და შეურაცხყოფა მიაყენა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები