ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია „როუზ-როს”-ის რიგით 96-ე სემინარში მონაწილეობს

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როს”-ის რიგით 96-ე სემინარი 7-9 ნოემბერს,  იმართება.

სემინარის ფარგლებში  ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა უსაფრთხოება და სტაბილურობა დასავლეთ ბალკანეთში, რეგიონის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში წევრობის პერსპექტივები, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიის გამყარების გამოწვევი და მიგრაციის საკითხები.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კომიტეტის წევრები ირკალი ბერაია და ბექა ოდიშარია შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები