მამუკა არეშიძე: თვითონ მეჭიაური მოვიდა ჩემთან და მთხოვა, რომ მიმეღო გუნდში

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მეჭიაური-ქუცნაშვილის დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასთან მეჭიაური თავად მივიდა და გუნდში მიღება სთხოვა.

“თვითონ მეჭიაური მოვიდა ჩემთან და მთხოვა მიმეღო გუნდში. პარალელურად, რამდენიმე დღეში ქუცნაშვილმაც მითხრა, რომ მისი ახლობელი მოვიდოდა და იქნებ გამოგვეყენებინა რამეში. მიუხედავად მეჭიაურისა და ბიძინა ივანიშვილის ახლობლობისა, მის საუბარში მივხვდი, რომ მათ ერთმანეთი დიდი ხანი არ ჰყავდათ ნანახი. ვიცოდი, რომ ყოჩაღი კაცი იყო, ვიცნობდით ჩვენ ერთმანეთს და ავიყვანე.

თვითონ არჩევნებს რაც შეეხება, საზოგადოების ინტერესი განელდა ამ პროცესის მიმართ. მაღალია საზოგადოებაში ნიჰილისტური დამოკიდებულება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები