ვინ არის ნეფე -პატარძალი, რომელიც ავარიის გამო ქორწილიდან საავადმყოფოში მოათავსეს

“კვირასთვის” ცნობილი გახდა ციხისძირში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ნეფე-დედოფლის ვინაობა. ავტოავარიის შედეგად თემურ ბოლქვაძე და მალვინა სურმანიძე დაშავდნენ. ფოტო რომელიც “კვირამ” მოიპოვა, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე არის გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი ტრაილერი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ტრაილერს დაეჯახა და გზიდან გადავარდა.
როგორც „კვირას“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავარიის შედეგად, სულ შვიდი ადამიანი დაზარალდა. ოთხი ადამიანი, მათ შორის ნეფე-პატარძალი, ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სამ ადამიანს კი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას ექსპლუატაციისა და წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები