ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე №9ა კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

„საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია ”m² უძრავი ქონება”-ს შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისათვის საქანელა და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდება. ამ ეტაპზე უკვე ძველი სკამები  ახლით შეიცვალა და  დაიგო  ფილები“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საბურთალოს მე-5 ოლქის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე  და  „m²  უძრავი ქონების”  წარმომადგენელი დავით გორგილაძე გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები