ცისკარიშვილის ქუჩა კაპიტალურად გაკეთდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ცისკარიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა. სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოიცვალა.
დიდუბის რაიონის გამგეობამ სანიაღვრე სისტემაც მოაწყო, ხოლო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის ქსელის მოძველებული სისტემა ახლით შეცვალა.
მიწისქვეშა სამუშაოების პარალელურად, სრულად შეიცვალა საფეხმავლო ტროტუარები და გაკეთდა ბაზალტის ბორდიურები. 3683 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები დაიხაზა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „დინ გრუპმა“ დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები