ქედაში მოძრავი მიკროავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა

ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავი მიკროავტობუსიდან ექვსი ბავშვი გადმოვარდა. ბავშვები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა მიკროავტობუსის მოძრაობისას კარი გააღეს და გადმოვარდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები