მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა

მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ტყიბულში ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გარდაცვლილია დავით ფორჩხიძე. ის ერთ-ერთ რთულ მონაკვეთზე, მეექვსე უბანზე მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები