თურქეთში მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო

თურქეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ მასშტაბური რეიდების ჩატარება ერთდროულად 30 პროვინციაში დაიწყო. ანტიტერორისტული ოპერაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს 121 ყოფილი თანამშრომლის დაკავების მიზნით მიმდინარეობს.
ეჭვმიტანილებს ფეთჰულა გიულენთან კავშირში ედებათ ბრალი, რომელიც თურქეთის მთავრობის მიერ, შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაშია მხილებული.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. თურქეთის მთავრობის ცნობით, ზოგიერთი ეჭვმიტანილი „ByLock»-ის მომხმარებელი იყო, ამ ქსელს კი გიულენის დაჯგუფება დაშიფრული შეტყობინებების გადაცემის მიზნით იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები