კიევში მომხდარი ტერაქტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერის ოლეგ იაშკოს განცხადებით, კიევში, ტელეარხ „ესპრესოს“ შენობის წინ მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა.
ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ იგორ მოსიიჩუკის მცველი იყო, მეორე კი პოლიციის კაპიტანი, რომელიც გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა. იაშკოს თქმით, მესამე დაშავებულ ვიტალი ბალს, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პარტიის ლიდერმა მოუწოდა სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ დაადგინონ ამ დანაშაულის შემკვეთების და შემსრულებლების ვინაობა. მომხდარის შესახებ ცნობები უკრაინულ ონლაინ მედიაში ვრცელდება.
კიევში მომხდარ აფეთქებას, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები