დეპუტატმა ქალმა ქმარი დანით მოკლა

ბაშკირეთში, იშიმბაისკის რაიონში სამართალდამცველებმა ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი დააკავეს, რომელმაც ქმარს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ წყვილმა ნათესავებთან იქეიფა, ისინი სახლში მისვლისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. სახლში ყოფნისას, 47 წლის დეპუტატმა ქალმა ქმარს ჰკითხა, უყვარს თუ არა ის, საპასუხოდ კი ლანძღვა მიიღო. გაბრაზებულმა ქალბატონმა მეუღლეს რამდენიმეჯერ დაარტყა დანა, რის შემდეგაც 48 წლის მამაკაცი მალევე დაიღუპა.

დეპუტატი დაკავებულია, მას ბრალი უკვე წარუდგინეს, მომხდარის დეტალების დაზუსტების მიზნით, გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები