“ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებმა 60 ადგილობრივი სიკვდილით დასაჯეს

სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებმა 60 ადგილობრივი სიკვდილით დასაჯეს.
მასობრივი მკვლელობა ჰომსის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში სამი კვირის წინ მოხდა. დასახლებას ამ დროისთვის, სირიის არმია აკონტროლებს და სწორედ წმენდითი ოპერაციის დროს აღმოაჩინეს მოკლულთა ცხედრები.
სავარაუდოდ, ისინი საჯარო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ISIS-ის მებრძოლებმა ისინი აგენტობაში დაადანაშაულეს და სიკვდილითაც ამიტომ დასაჯეს.
სამხედროები 100-მდე დაკარგულ ადგილობრივსაც ეძებენ. სავარაუდოდ, ისინიც ტერორისტებმა დახოცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები