ქსენია სობჩაკის პრესკონფერენციაზე უცნობი მამაკაცი შეიჭრა

უცნობმა მამაკაცმა ქსენია სობჩაკის პრეს-კონფერენციაზე შეჭრა სცადა, თუმცა ის დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოტივი ამოძრავებდა უცნობს და იყო თუ არა ის შეიარაღებული.
პრესკონფერენციაზევე ქსენია სობჩაკმა თავის გეგმებზე ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავშირებულია თუ არა კრემლთან მისი კანდიდატურის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებზე, შემდეგი პასუხი გასცა: „არსებობს ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები? თუ არა, მაშინ ნახვამდის! მეტი ლაპარაკი ამაზე არ ღირს “
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პოპულარულმა და სკანდალურმა წამყვანმა თავის საპრეზიდენტო ამბიციებზე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ განაცხადა. მან თავის გულშემატკივრებს და მხარდამჭერებს მოუწოდა არჩევნებზე მისულიყვნენ და თავის თავი დაახასიათა როგორც კანდიდატი, რომელიც ყველას წინააღმდეგ გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები