„ეხო მოსკვის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელი წარმოშობით ქართველი აღმოჩნდა”

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაუერზე თავდამსხმელი წარმოშობით ქართველი აღმოჩნდა. მამაკაცი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა VZ.RU სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდამსხმელი საქართველოში დაბადებული, ისრაელის მოქალაქეა“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ბოროტმოქმედი დღეს რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ოფისში შეიჭრა, დაცვის წევრს სახეში გაზი შეაფრქვია და ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაუერი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა. ჟურნალისტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად პირადი კონფლიქტი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები