აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა გაიხსნება

 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება თითოეული ავტორის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამი ნამუშევარი.
როგორც „კვირას“ აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ განუცხადა, ნამუშევრებიდან ერთ-ერთი წარდგენილი იქნება ”წლის საუკეთესო ნამუშევრის” ნომინაციაზე.
გამარჯვებული ნომინანტები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებითა და ფულადი პრემიით.
ნომინანტების გამოსავლენად აფხაზეთის მხატვართა კავშირის გამგეობამ სპეციალური კომისია შექმნა საქართველოში სახვითი ხელოვნების დარგში აღიარებული და კომპეტენტური ხელოვანებისაგან (კომისია ფარულია).
გამოფენაზე მოწვეულნი იქნებიან: ხელოვნების მოყვარულები, კრიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მასმედია.
აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი  პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მხატვართა კავშირს, აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებით გაერთიანებას.
მისამართი:  კ. ქუთათელაძის №6 (შანხაი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები