ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტი ქალების თავდასხმის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგურიში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქალები იყვნენ. მათ აფეთქება რესტორნის სიახლოვეს მოახდინეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები