დიდ ბრიტანეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნანიატონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა გასართობ ცენტრში მძევლები აიყვანა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცმა შენობაში თამბაქოს მოწევის გამო შენიშვნა მიიღო, რის შემდეგაც მან იარაღის მუქარით ორი ადამიანი მძევლად აიყვანა.
პოლიცია მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
პოლიცია ინციდენტს ტერორისტულ აქტს არ უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები