15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა
თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება, სადაც მაჩვენებელი 46 %-ს უტოლდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი შიდა ქართლშია – 25%.
რაც შეეხება თბილისს, 15:00 საათისთვის ამომრჩევლების 27.7%-მა პროცენტმა უკვე დააფიქსირა თავისი არჩევანი.