კახა კალაძე: გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა

“გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს – გააქტიურდით, მობრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობას. გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები